ევროკავშირი იმსჯელებს ნავალნის გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე. სხდომის წინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. три სააგენტო AFP მაღალჩინოსან ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი კრემლს ახალ სანქციებს დაუწესებს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა გერმანულ მედიაჰოლდინგ RND-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი არ მოითმენს ადამიანის უფლებათა დარღვევას. ამასთან, ასელბორნი ვარაუდობს, რომ ახალ სანქციებს სათანადო ეფექტი არ ექნება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან „არალეგიტიმურ, ცალმხრივ“ სანქციებს ადეკვატურ პასუხს გასცემენ. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი. 16 თებერვალს, სტრასბურგის სასამართლომ, სადაც ნავალნის საჩივარი აქვს შეტანილი, რეგლამენტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და რუსეთს მოთხოვა პატიმრობიდან მისი გათავისუფლება. ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ალექსეი ნავალნის საფრთხე ემუქრება. რუსეთმა სტრასბურგის სასამართლს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. 20 თებერვალს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა. ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 22 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ