ხანში შესული ქალის ცემისა და გაძარცვის ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს
კახეთში დააკავეს 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მაღაზიის ყაჩაღურად გაძარცვაშია ბრალდებული.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, ის სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა, ჯერ 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მაღაზიიდან 1500 ლარი წაიღო.
ხანში შესული ქალი მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
...