ISFED-ს ახალი დირექტორი ჰყავს

„სამართლიან არჩევნებს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ნინო დოლიძე, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი იყო, შეცვლის დეკემბერში გადაყენებულ ელენე ნიჟარაძეს. „ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი“, - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში. წაიკითხეთ ინტერვიუ ნინო დოლიძესთან ვერ ვხედავ უკეთესი არჩევნებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას - ინტერვიუ ISFED-ის ახალ დირექტორთან ელენე ნიჟარაძის გადაყენების გადაწყვეტილება ISFED-მა 2020 წლის არჩევნების დროს, ხმების პარალელური დათვლისას გაპარული შეცდომის გამო მიიღო. მაშინ, დათვლილმა ბათილმა ბიულეტენებმა ხმათა დათვლაში 1.8%-იანი სხვაობა გამოიწვია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ყოფილმა დირექტორმა ხარვეზს „ტექნიკური შეცდომა“ უწოდა, რომელსაც არ შეეძლო მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა მანდატების განაწილებაზე. „სამართლიანმა არჩევნებმა” დროულად არ შეატყობინა საზოგადოებას შეცდომის შესახებ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ამ შეცდომამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ორგანიზაციის რეპუტაციას. ასევე ნახეთ „ადამიანური შეცდომა“, რის გამოც ISFED-ის დირექტორმა პოსტი დაკარგა „ბოლო არჩევნებმა ძალიან გამიცრუა იმედი და ვხედავ, რომ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისგან ქვეყანაში. ვერ ვხედავ უკეთესი არჩევნებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას... ამიტომაც გადავწყვიტე ISFED-ში წასვლა - მინდა, რომ უფრო მეტად ვისაუბრო იმ პრობლემებზე და უფრო ხმამაღლა, რაც არის ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით”, - უთხრა არასამთავრობო ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუში. ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. აქვს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება. იგი არის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ...
წყარო

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ