ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს – ეს უფრო ფასილიტატორებთან პრანჭვას ჰგავს, შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადება გაუგებარია, რადგან მშვიდობიანი აქცია მოლაპარაკებებს ხელს არ უშლის. „ოპოზიცია ცდილობს, ითამაშოს კონსტრუქციულობანა იმიტომ, რომ კონსტრუქციულობის და შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც ახალი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას, რომელიც აბსოლუტურად საომარი რიტორიკითაა გაჟღენთილი და მოლაპარაკებების სივცეს, ფაქტობრივად, არ აჩენს. უფრო კონსრტუქციულობის იმიტაციებთან გვაქვს საქმე ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, ვიდრე რეალური მოლაპარაკების სივრცის აღქმასთან. ოპოზიციის აქციის გადადება, რატომ უკავშირდებოდა მოლაპარაკებებს ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ მშვიდობიანი აქციები თუ გაქვს დაგეგმილი, კი ბატონო, ჩაატარე და ეს მოლაპარაკებების პროცესს არაფრით ხელს არ უშლის. ეს ყველაფერი იმიტაციებს ემსგავსება იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთის მხრივ ილაპარაკო მოლაპარაკებებზე და მეორეს მხრივ, ჩნდებოდეს საფუძვლიანი ეჭვი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით. ანუ ერთი მხრიდან შენ ხსნიდე მოლაპარაკებებისთვის სივრცეს და მეორე მხრიდან ამას კეტავდე და შეურაცხყოფას აყენებდე, თუნდაც, მტერს, რომელთანაც მაგიდასთან დაჯდომას აპირებ – ეს აბსურდია. გარდა ამისა, ორივე მხარე ახდენს იმ ტიპის წითელი ხაზების დეკლარირებას, რომელიც არათუ არ იკვეთება ერთმანეთთან, არამედ ურთიერთგამომრიცხავია. ეს არის იმიტაციები, უფრო პრანჭვას გავს ფასილიტატორებთან, მედიატორებთან თუ დამკვირვებლებთან – ორივე მხარე ეპრანჭება მათ, თუ როგორი კონსტრუქციულია. სინამდვილეში კონსტრუქციულობა საქმით არ იკვეთება. შენ თუ მოლაპარაკებები გინდა, მაშინ შენი რიტორიკაც უნდა ქმნიდეს მოლაპარაკებების საფუძველს, მაგრამ დღეს, რომ გამოდის პრემიერ-მინისტრი სიტყვით და ყველას მოღალატეს და ქვეყნის დამანგრეველს ეძახის, ვისთანაც თითქოს მოლაპარაკება აპირებს, ეს აბსურდია“, – განაცხადა ხუხაშვილმა....
წყარო

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 7 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ