სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა

მოვისმინე პრემიერ – მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა, რომელშიც ძირითადად იყო კონკრეტული ჯგუფის მიმართ ზიზღი და ვიღაცების დაჭერის დაანონსება,- ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. იოსელიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” მმართველობის 9 წლის თავზე იგივე გზავნილები აქვს, რაც 9 წლის წინ ჰქონდა. მისი თქმით, მას სურდა მოესმინა მმართველი გუნდის პროგრამის და ხედვების შესახებ, თუმცა, ამის ნაცვლად მოისმინა აგრესიული რიტორიკა ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მიმართ. „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე ქვეყანა არის ბევრად უფრო ღარიბი, ვიდრე იყო მაშინ და მოქალაქეები არიან უფრო დაუცველები. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც ერთი პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა თუ შევიწროება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება. გამოდის ერთ ადგილზე ვტრიალებთ, არაფერი შეცვლილა. 2012 წელს რა გზავნილებიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, ზუსტად იმავეს იმეორებს 2021 წელს. ეს არის წარმოუდგენელი, მე მაინტერესებდა მისგან მომესმინა, როგორ უყურებს ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას, რა გეგმა აქვს პანდემიასთან, სიღარიბესთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც ხალხს აწუხებს და არა ის, რაზეც ილაპარაკა,”- განაცხადა იოსელიანმა. მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია, თუმცა, ღარიბაშვილის რიტორიკა ამას ხელს არ უწყობს. „ერთ რამეს ვხედავ – ორივე მხარე ამბობს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და არ ჯდებიან და არ ლაპარაკობენ, მაშინ როგორ არიან მზად? 25 თებერვალს დაანონსებული აქციის გადადება რაღაც კომპრომისის ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია მეორე მხრიდანაც, თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ,”- განაცხადა იოსელიანმა....
წყარო

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 12 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 10 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ