ლადო კახაძე ირაკლი ღარიბაშვილს: წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა

პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის წინაშე გამოსვლისას, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ლადო კახაძემ მიმართა და განუცხადა, რომ მხარს უჭერს მის კანდიდატურას, პროგრამასა და გუნდს. "მინდა ჩემი მხარადაჭერა გამოგითქვათ თქვენ პირადად და თქვენს გუნდს, მრავალნაცად გუნდს, გამობრძმედილ გუნდს. თქვენს ერთიანობას მინდა მივესალმო და იმ ბრძოლის უნარს, რომელიც განათლებაზე და საკუთარ ცხოვრებისეულ პრაქტიკაზეა აწყობილი", - განაცხადა ლადო კახაძემ. მან ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართვისას მის დამსახურებებზე ისაუბრა. „თქვენ პირადად ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა, ბევრი საქმის თაოსანი ბრძანებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების არ შეგშინებიათ, მარტო ელიმინაციის პროგრამა რად ღირს C ჰეპატიტის, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ყოველივე ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროპასთან პირველ ნაბიჯებს, ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას. და დაგვირგვინდა ის, რომ ნატოსთან ასოცირების, ნატოსთან ურთიერობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილი ჯარი, როგორც ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსი, ისე საგანმანათლებლო და პროფესიული განათლება, ეს ყველაფერი დასაფასებელია“, - განაცხადა ლადო კახაძემ. მან ორი კითხვა დაუსვა ირაკლი ღარიბაშვილს. პირველი - როგორ ფიქრობს, რას შეცვლის მისი მოსვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პანდემიის დროს და რა არის შესაცვლელი? „რაღაცა არის შესაცვლელი ნამდვილად“, - თქმა მან და დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის ხედვით პოსტპანდემიურ პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის - „სითავისუფლის და ღირსების უკან დაბრუნების გზაზე, რომელიც საკუთარ პოტენციალზე იქნება დაყრდნობილი“, ასევე იმით, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა, რა რაოდენობით და რას მოიმოქმედებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ პროცესის დასაჩქარებლად და „საინფორმაციო ველის სრულად მოცვისათვის“, ასევე, როდის აიცრება მოსახლეობის 60%. პრემიერმინისტრობის კანდიდატი დეპუტატებს ამჟამად გამოცხადებული შესვენების შემდეგ უპასუხებს. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი "დესტრუქციულ" და "ჯანსაღ" ოპოზიციას მიმართავს საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 24 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ