არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ განახლებული მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ელისაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას პრემიერობის კანდიდატად კომპრომისზე წამსვლელი კადრი უნდა შეერჩია. “არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა არის ორ ბანაკად გაყოფილი და იგლიჯება ეს ქვეყანა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის. ახლა, “ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდასთან დაჯდომას. ღარიბაშვილი 18- გრადუსით არის ამის საპირისპირო,” – განაცხადა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. “ევროპელი სოციალისტების” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით ზილფიმიანი კი მიიჩნევს, რომ დეპუტატები მინისტრებს ინდივიდუალურად უნდა უჭერდნენ მხარს. “მთავრობას მხარი უნდა დავუჭიროთ არა კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ წარმოიდგინეთ პირობითად ყველას რომ მოსწონს, მართლაც კარგის მკეთებელი მინისტრი და მის გვერდზე არის მინისტრი, რომელსაც შეუძლებელია უბრალოდ მხარი დაუჭირო. კოლექტიურის შემთხვევაში, მთლიანად ვარდება ეს. ჩვენ უნდას მივიდეთ აუცილებლად იმ დემოკრატიულ ფორმაზე, როდესაც თითოეულ მინისტრს ცალცალკე უნდა ვუყაროთ კენჭი,” – აღნიშნა პარლამენტის წევრმა და პარტია “ევროპელი სოციალისტების” პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით ზილფიმიანმა....
წყარო

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ