ირაკლი ღარიბაშვილი: ჟიგიმანტას პავილიონისი პირადად ჩემთვის და მთელი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პოლიტიკოსად მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ ეს ადამიანი პირადად მისთვის და მთელი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს. „ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელზეც მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ. „ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი. ბუნებრივია. მე მინდა ასევე შევუერთდე ბატონ მამუკას ამ პათოსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის. და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის ასე ვთქვათ მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. და აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქციის სხდომაზე. მის ამ გამოსვლას დეპუტატების ტაში მოჰყვა. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამდე ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით: „უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის განცხადება - ბოლოს როგორც აღმოჩნდა, მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო - "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ". აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამისათვის არ ვართ განწყობილები და არასდროს განვეწყობით ამგვარად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ“, - ასე ჟღერდა ფრაზა, რომელიც ჟიგიმანტას პავილიონისმა წარმოთქვა თბილისში ვიზიტის დროს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში იგი მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ...
წყარო

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 7 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 10 დღის წინ

Олеся

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ