ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირისპირ შეხვედრას მართავენ სოჭში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირისპირ შეხვედრას მართავენ სოჭში. შეხვედრას წინ უსწრებდა ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები რუსეთსა და ბელარუსში. ამასობაში იზრდება მოსკოვსა და მინსკზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა. როგორც კრემლმა გამოაცხადა ორშაბათს, პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, არის ეკონომიკური კავშირები, ენერგეტიკა, უსაფრთხოება და ინტეგრაცია. დღესვე ევროკავშირში მოსალოდნელია ახალი სანქციების მიღება რუსეთისა და, შესაძლოა, ბელარუსის წინააღმდეგაც. ევროკავშირი თანდათან უწესებს ბელარუსს სანქციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციისა და მასმედიის წინააღმდეგ რეპრესიების საპასუხოდ. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ლუკაშენკამ აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გზით გაიხანგრძლივა 26-წლიანი მმართველობა. პუტინი და ლუკაშენკა უკანასკნელად სექტემბერში შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ ასევე სოჭში. მაშინ ბელარუსმა 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო თავისი დაზარალებული ეკონომიკისთვის. მას შემდეგ ბელარუსში შედარებით მიწყნარდა საპროტესტო გამოსვლები მკაცრი ზამთრისა და სამართალდამცავთა მხრიდან სასტიკი რეპრესიების ფონზე. პუტინი სოჭში ჩადის მაშინ, როცა რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება ევროკავშირისა და ვაშინგტონის მხრიდან. ეს დაკავშირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან და იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან, რომ კრემლის კრიტიკოსი ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური იარაღით მოწამლეს, რაშიც თავად ნავალნი პუტინსა და ფსბ-ს ადანაშაულებს. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 19 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 17 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ