ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ პირველ ვიზიტს პრემიერის რანგში აზერბაიჯანში გეგმავს

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების დროს საერთო ენის გამონახვას ეცდება. მისი სიტყვებით, აზერბაიჯანი არის საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი სტრატეგიული ქვეყანა, რომელსაც „მართავს ბრძენი მმართველი ბატონი ალიევი“, რომელთანაც „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“. „ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან, მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე ნახეთ კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დაიწყება - საქმის შეწყვეტაზე სასამართლომ უარი თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა დავითგარეჯის საკითხზე საუბრის კონტექსტში. „აქაც თვალსაჩინო მაგალითი ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატმა. ასევე ნახეთ "გარეჯი საქართველოა!" - კარტოგრაფების საქმე არჩევნების შემდეგ მისი განმარტებით, სიცრუის პროპაგანდის კლასიკური მაგალითია ის, რომ თითქოს დავითგარეჯის საქმე მოგონილია, მაშინ როცა, მისი თქმით, „თავად შემსრულებლები ვინც არიან, აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც პირდაპირი ღალატია, აბა, რა არის, თუ არ ჰქვია ღალატი“. ასევე ნახეთ პროკურატურა ივერი მელაშვილის სატელევიზიო გამოსვლების მის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს მისი თქმით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და უნდა დასრულდეს, რადგან ეს იყო ჩადებული ნაღმი აზერბაიჯანთან გაუგებრობის ჩამოსავარდნად, რაზეც საუბრობდა ეკლესიაც, რომ „არასწორი გადაწყტილებები იყო მიღებული ამ კომისიის მიერ 2012 წლამდე“, როცა დახშული იყო მედიასივრცე. „მთავარი ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა [ნიკა] გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორადაც, პროკურორი კაცი, რომელმაც „იმედის“ დარბევა და „იმედის“ ძალადობრივი გზით დახშობა, პირადად მის დროს განხორციელდა. ამაზე გვაქვს საუბარი, მეგობრებო, აი, აქ ვართ დღეს და ამაზე ვსაუბრობდი, რომ სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ასე მდორედ ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და საპარლამენტო გუნდთან ერთად 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაონ რეალური პრობლემების...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 22 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ