ნიკა გვარამია ინტერესდება, ირაკლი ღარიბაშვილისგან კრიმინალად მოხსენიება პოლიტიკური დევნაა თუ არა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ფეისბუკის საშუალებით ეხმაურება და სვამს კითხვას, არის თუ არა პრემიერობის კანდიდატის მიერ მისი კრიმინალად მოხსენიება მისი და მისი მედიის პოლიტიკური დევნა. „როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?“, - წერს ნიკა გვარამია, რომელიც საერთშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის წინაზე სიტყვით გამოსვლისას, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით დეპუტატ დავით მათიკაშვილის შეკითხვაზე პასუხისას, განაცხადა, რომ სიცრუის პროპაგანდის კლასიკური მაგალითია ის, რომ თითქოს დავითგარეჯის საქმე მოგონილია. ამ კონტექსტში საუბრისას მან ნიკა გვარამია "კრიმინალად" და "არარაობად" მოიხსენია. ასევე ნახეთ გვარამიას საქმის მოსამართლე: ვერ დამიდასტურებთ, რომ სასამართლო პოლიტიკური კონტექსტით მონაწილეობს „მთავარი ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა [ნიკა] გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორადაც, პროკურორი კაცი, რომელმაც „იმედის“ დარბევა და „იმედის“ ძალადობრივი გზით დახშობა, პირადად მის დროს განხორციელდა. ამაზე გვაქვს საუბარი, მეგობრებო, აი, აქ ვართ დღეს და ამაზე ვსაუბრობდი, რომ სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა რამდენიმე კვირის წინ განახლდა. საუბარია ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის დირექტორობის დროს არხის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაზე. გვარამია და ოპოზიცია ამ საქმეს პოლიტიკური პროცესისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილად აღიქვამენ. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ