დეკანოიძე: ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა ხელს არ უწყობს მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა ოპონენტების დევნა იქნება. ეს შთაბეჭდილება მას ღარიბაშვილის პარლამენტში მოსმენის დროს დარჩა.
"ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს, რომ ამ ქვეყანაში ეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს მოლაპარაკების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ამ კრიზისის ფონზე, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და პარტიებმა, ღიად მოვუწოდეთ ხელისუფლებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, კვლავ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ასევე ნახეთ
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე საუბრისას: კანონი უნდა აღსრულდეს
დეკანოიძის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ღარიბაშვილის სიტყვით მიმართვა. ღარიბაშვილმა ოპოზიცია "კონსტრუქციულ" და "დესტრუქციულ" ნაწილებად დაყო. მან "დესტრუქციულ" ნაწილში "ნაციონალური მოძრაობა" მოიხსენია და ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე კი თქვა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".
...