ღარიბაშვილი: კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება
საქართველოს პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იქნება. მან პლენარულ სხდომაზე პრემიერად არჩევამდე თქვა, რომ ოპოზიციასთან საუბარი გამორიცხულია მაშინ, როცა რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი.
"ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება. მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სწორედ ამიტომ არიან გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე საუბრისას: კანონი უნდა აღსრულდეს
ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში არ შედის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ოთხი რაუნდი უცხოელი დიპლომატების ჩართულობით უკვე გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. არცერთი მხარე ამ საკითხის დათმობას არ აპირებს.
...