ღარიბაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას უწოდებს "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს"

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას უარყოფს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი. „ტყუილად ცდილობენ, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დესტრუქციული ძალები ჩვეული საინფორმაციო ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში იმგვარად წარმოჩენას სურათის, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი, მეგობრებო. არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში, გარდა იმ კრიზისებისა, რომელიც მე ჩამოვთვალე - პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ.“, - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პრემიერობის კანდიდატი მიესალმება ოპოზიციის ექვსი დეპუტატის (ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე) პარლამენტში შესვლას. „მე მინდა მოვიწონო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის გადაწყვეტილება, ჩვენი ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში, რაც ერთადერთი, გონივრული და სახელმწიფოებრივი პოზიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება, რა თქმა უნდა, არის ძალაში, მაგრამ ერთი დათქმით, ჩვენ არ დაველაპარაკებით რადიკალურ ადამიანებს. პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური დღის წესრიგი აქვთ, რომლებიც ითხოვენ აბსოლუტურად უარგუმენტოდ რიგგარეშე არჩევნებს. დანარჩენი კი არის შესაძლებელი, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, კიდევ ერთხელ მინდა ამ ტრიბუნიდან დავადასტურო აღნიშნული მზაობა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ გამოვიყვანთ ამ ქვეყანას კრიზისიდან. ჩვენ შეგვიძლია და ამას ძალიან მოკლე ვადებში ვაჩვენებთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 8 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 20 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ