გერმანია ირანს ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს

გერმანია ირანს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები, რაც, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანის ინტერესებშია. განიარაღების შესახებ გაეროს მიერ გამართულ კონფერენციაში, ჟენევაში, 22 თებერვალს, ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა თავისი მზადყოფნა, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, და დასძინა: „ირანის ინტერესებშია, შეცვალოს ახლა კურსი, სანამ შეთანხმება ისე არ დაზიანებულა, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს“. მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მოელის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან „სრულ შესაბამისობას, სრულ გამჭვირვალობასა და სრულ თანამშრომლობას“. სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 21 თებერვალს დაბრუნდა თეირანიდან. ირანმა 22 თებერვალს შეაქო გროსის ვიზიტის შედეგები და ორ მხარეს შორის დროებითი შეთანხმება, რომელიც ინსპექტირებას შეეხება, შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი მიღწევა“. მორიგებამ პრაქტიკულად დრო მოიგო, რადგან ყველა მხარე ახლა ცდილობს გადაარჩინოს შეთანხმება, რომელიც გაუქმების საფრთხის პირას იყო, როცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მასზე უარი თქვა და ირანს სანქციები დაუწესა. თეირანი მოითხოვს ამ, 2018 წლის შემდეგ დაწესებული, სანქციების გაუქმებას. ვაშინგტონი მოუწოდებს ირანს, პირველ რიგში მან შეასრულოს ყველა ნაკისრი ბირთვული ვალდებულება. ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 14 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 21 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ