ნიკა მელია: ჩვენ დაგამარცხებთ! მონობა ახლა მარცხდება, აქ და ახლა!

ღარიბაშვილო, დღეს შენ, რაც ისაუბრე, როგორ არ გიწოდო ის, რაც ხარ. შენ ხარ ოლიგარქის, გავრილოვის მონა. ჩვენ დაგამარცხებთ! , – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. „ღარიბაშვილო, დღეს შენ, რაც ისაუბრე, როგორ არ გიწოდო ის, რაც ხარ. შენ ხარ ოლიგარქის, გავრილოვის მონა. ჩვენ დაგამარცხებთ! მოეთრევი?! მოხვალ, აქ?! სანდრო მელიას, ჩემი და თქვენი ბავშვების თავი მინდა დავიფიცო, გეხვეწებით, მხოლოდ და მხოლოდ ტაში დავუპირისპიროთ. ბევრი ტაში და სიმართლე! მონობა ამ ქვეყანაში მარცხდება, მარცხდება არა გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ მარცხდება უახლოეს პერსპექტივაში. ახლა მარცხდება, აქ და ახლა! ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არსებობს?! ჩემო კარგებო, ამ ქვეყანაში რეჟიმი გვყავს, რომელთაც დამონებული ხალხი ჰყავს. ის 88 დეპუტატი დამონებულია, აბა რა არის?! ამ რეჟიმს ჰქვია ერთი სახელი ბიძინა ივანიშვილი სერგეი გავრილოვი“, -აცხადებს ნიკა მელია. ცნობისთვის, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს....
წყარო

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 23 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ