ირაკლი ღარიბაშვილი: მე არ ვებრძვი ოპოზიციას

„მე არ ვებრძვი ოპოზიციას და თქვენ ნუ ხართ აყოლილი. გამოდით ამ კომპლექსიდან, ნაცმოძრაობის კომპლექსიდან“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვას იმის შესახებ, რატომ ებრძვის ოპოზიციას. „მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი ახადა, გაასამართლა, ვინც ბიზნესები დაანგრია, ვინც აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. აი, ამ ხალხს ვებრძვი მე. და ყველაფერს გავაკეთებ მე, რიგითი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამაშია განსხვავება. თქვენ თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რაზე უნდა გესაუბროთ“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარეს, დეპუტატ ალეკო ელისაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან და მოსთხოვა, ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც მოეყვანა იმისა, რომ მიკერძოებული პოზიცია დააფიქსირა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. „უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არავის არ ვებრძვი, მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს. როგორც შიდა მტრებს, ისე გარე მტრებს. აი, ეს არის ჩემი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიისა" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებ...
წყარო

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 8 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ