პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" ფრაქციაში დილიდან უსმენდნენ, პლენარულ სხდომაზე კი სიტყვით გამოვიდნენ კომიტეტების თავმჯდომარეები. ახალ მთავრობას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 2 იყო. три მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის. იმავე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობას 2013-2015 წლებშიც ხელმძღვანელობდა. ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიის" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ. "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია. პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო მოძრაობები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ. ...
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 20 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 17 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 1 საათის წინ