გედევან ფოფხაძე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე. ის მივიდა ოპოზიციური პარტიის ოფისში და აღნიშნა, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ. „ამ ოფისში ჩემი მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ნიკა მელიასთვის ჩემი სოლიდარობა დამეფიქსირებინა. ნიკა მელია იქცა პოლიტიკური უსამართლო თავდასხმების ობიექტად და განზოგადებულად ხდება შეტევა ნიკა მელიაზე, თორემ ეს არის ქვეყანაში ოპოზიციურ აზრზე, თავისუფალ აზრზე შეტევა. მიმაჩნია, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ", - ამბობს გედევან ფოფხაძე. პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხემ გამწვავდა. 17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. ნიკა მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით გადაიდო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ...
წყარო

Kristina

თბილისი
  • 14 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 59 წუთის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 14 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 7 დღის წინ