ნიკა მელია მხარდამჭერებს სთხოვს ხელკეტებს დაუპირისპირონ ბევრი ტაში და სიმღერა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მყოფ მხარდამჭერებს მიმართა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიმართა და მათ არაძალადობრივი წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. „ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, არანაირი ხელისუფლება, მთავრობა. ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს იქნება თუ ხვალ, მოვლენ. თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. მოვლენ მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი. ნიღბებით, ცრემლმდენი გაზით ალბათ, ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით. მე მინდა გთხოვოთ, რომ მათი გამოჩენისთანავე ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია და ასე მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებამოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს - ივანიშვილი, ღარიბაშვილი“, - აცხადებს ნიკა მელია. ოპოზიციური პარტიის ბრალდებულმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შე მონა მართლა ღარიბაშვილო, შე კლასიკურო მონა, შე სერგეი ლავროვის წარმომადგენელო. მოვიქცეთ ისე, როგორც იქცეოდნენ (მე ბავშვი ვიყავი პატარა, 9 წლის და 89 წლის 9 აპრილი მახსოვს), როცა რუსის ტანკი მოდიოდა, ცრემლმდენ გაზს უშვებდნენ, ხელკეტებით, ნიჩბებით ახალგაზრდებს თავებს უჩეხავდნენ, ჩვენი დედებისა და მამების თაობა ტაშს უკრავდა, მღეროდა „შავლეგოს“ და ცეკვავდა. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენს. ასე უფრო დავამარცხებთ მონობას. არავითარ შემთხვევაში, ხალხო, ძალადობა. ასე როცა მოვიქცევით, უფრო გამოვლინდება ის რამდენიმე პროვოკატორი, რომლებიც შეიძლება შემოგზავნილი ჰყავდეთ. როცა 99.9% აქ მყოფი ადამიანების იცეკვებს და ტაშს დაუკრავს, ხოლო ვიღაც შეეცდება, რომ სხვა ქმედებებით გამოიჩინოს თავი, ნათელი იქნება საზოგადოეებისთვიუს, რომ ის არის პროვოკატორი. ჭკუითაც უნდა ვაჯობოთ და არამხოლოდ სიმამაცით“. три პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხემ გამწვავდა. 17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. ნიკა მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ილაპარაკა პარტიის ოფისში მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ. „ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა, რომელიც არის ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ“, - თქვა მან. 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 17 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ