ნიკა მელია პარტიის ოფისში საპოლიციო ძალების შესვლას რეჟიმის დასასრულს უწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ის, რაც პარტიის ოფისში ხდება, რეჟიმის დასასრულია. "გავრილოვის გამო არცერთი ქართველი არ უნდა სამართლდებოდეს, იმის გამო რაც ქართველ ხალხს აკადრეს“, - განაცხადა პარტიის ოფისში მყოფმა მელიამ. მან ღარიბაშვილს და ივანიშვილს ქვეყნის მოღალატეები უწოდა. „რეჟიმები ასე სრულდებიან და ასე დასრულდებიან. თითქოსდა კუნთიანი სპეცდანიშნულები რაზმების მეშვეობით, ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, მორჩა და გათავდა", - უთხრა მედიას ნიკა მელიამ. საპოლიციო ძალები მელიას დასაკავებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს დილით შევიდნენ. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან. ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და "ქართული ოცნება" გავრილოვის დავალებას ასრულებს. მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უა...
წყარო

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 22 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 6 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ