ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას დაპატიმრებაზე: ბრძოლა გრძელდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებით ხელისუფლებამ გავრილოვის დავალება შეასრულა და ხაზი გადაუსვა ყველაფერს, ქვეყნის მომავალს, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხაზია დეკანოიძის თქმით, შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ეს მოხდა საბჭოთა არმიის დაბადებისა და შექმნის დღეს, 23 თებერვალს. ხატია დეკანოიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებით არაფერი მთავრდება და ბრძოლა გრძელდება: ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. და გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის მომავლისთვის და რა თქმა უნდა ნიკასთვისაც. ეს რეჟიმი აუცილებლად დასრულდება, არავის არ გასვლია თავის ხალხთან ასეთი დამოკიდებულება, არც ერთ ქვეყანაში ჩვენს რეგიონშიც, არავის არ გაუვა. და ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. და მე მგონი ყველა მიხვდა უკვე, რომ ჩვენ თავი გვაქვს გადადებული და რეალურად არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილის რობოკოპების და არ გვეშინია ამ ნაძირალა ღარიბაშვილის, რომელიც დანიშვნიდან და ერთპარტიულ პარლამენტში ლეგიტიმაციის გაფორმებიდან რამდენიმე საათში შემოვარდა აქ. ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - უთხრა ხატია დეკანოიძემ რადიო თავისუფლებას. ნიკა მელია 23 თებერვალს, დილის 9 საათისთვის დააკავეს სამართალდამცავებმა. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეცრაზმელი. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული ჰქონდათ ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 46 წუთის წინ

Inesa

თბილისი
  • 18 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 6 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 18 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ