„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, კახეთის გზატკეცილზე, სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ. სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებენ „მონა“, „გავრილოვის მონა“. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოძრაობა „სირცხვილიას“ რამდენიმე აქტივისტი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მოძრაობის ოფისთან კვლავ რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები და სამართალდამცავები. დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეცრაზმელი. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან. ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 საათის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ