მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს სამართალი

ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პირველ კომენტარებს აკეთებენ. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავება კანონის აღსრულებაა და ოპონენტებს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებენ. “ისინი არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც უნდათ რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალებით, შტურმით, პარლამენტში შევარდნის და ჩვენს მოქალაქეებზე ბულინგით და ყოველგვარი ზეწოლით. ეს არის ჩვენი ოპონენტი მხარე, რომელიც არის დესტრუქციული ძალა, რომელიც არის კანონის სივრციდან გასული და ჩვენ არაფერთან არ გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ როგორც აქამდე ვაცხადებდით, არსებობს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უბრალოდ, მართლაც საქართველოს პოლიციამ ერთ ადამიანსაც კი, ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია,“ – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავება სამართლებრივი გადაწყვეტილებაა. “ასეთი ნაბიჯების გადადგმა ერთპიროვნულად არ ხდება, რომ წინა პრემიერმა არ გადადგა ეს ნაბიჯი და ახალმა პრემიერმა გადადგა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, სამართლებრივი გადაწყვეტილებებია და წინასწარ კონსულტაციები მიმდინარეობს ხოლმე. ესკალაცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ოპოზიციის მარგინალური ნაწილისგან, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ამიტომ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აღსრულდეს სამართალი,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ....
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 16 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 17 დღის წინ