ფიქრია ჩიხრაძე: ისინი 100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან

„სამწუხაროდ, ისინი 100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მყოფი „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს: „თქვენ ნახეთ, რომ დახურულ ოთახში გაუშვეს მხუთავი გაზი. აქ იყვნენ ქალები, ახალგაზრდები, იყო საშინელი მდგომარეობა. მათ სამუდამოდ გაიფორმეს სახელად „გავრილოვები“ და „23 თებერვლის გმირები“. ნიკა მელია 23 თებერვალს, დილის 9 საათისთვის დააკავეს სამართალდამცავებმა. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეცრაზმელი. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვა...
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 15 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ