„ქართული ოცნების“ რეჟიმმა საკუთარ თავს დაუსვა წერტილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ რეჟიმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით საკუთარ თავს დაუსვეს წერტილი. როგორც მან განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, რადგან უგულავას თქმით, მსგავსი ფაქტები უპატიებელი არ დარჩება. ამასთან, მისი თქმით, დღეს 15:00 სთ-ზე ოპოზიცია შეიკრიბება და შემდეგი ბრძოლის მეთოდებს გამოაცხადებს. „ციხე ტრაგედია არ არის, ციხე ადამიანს აძლიერებს. ნიკამ თითოეულ ჩვენთაგანს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება უყვართ და თავისუფლებისთვის იბრძვიან, ბრძოლის მაგალითი მოგვცა, ის მშვიდი და მტკიცე იყო. ჩვენი ვალია, დროშა არ დაეცეს ძირს. ჩვენი ვალია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე. ამ როდიონოვმა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა სამწუხაროდ, დიდი ხანი ჩამოურეცხავი იქნება. ჩვენ დღეს, 15:00 სთ-ზე კანცელარიასთან ვიკრიბებით. გამოვაცხადებთ შემდეგი ბრძოლის მეთოდებს. პირადად ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი დღე. დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება“, – განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 7 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ