ოპოზიცია კანცელარიასთან 3 საათზე აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოციზია დღის 3 საათზე თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს - აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის შედეგად ნიკა მელია დააკავეს. "ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა დიდი ხსნი განმავლობაში იქნება სამწუხაროდ ჩამოურეცხავი. 3 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან. მე პირადად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, დღევანდელი დღე ივანიშვილისთვის იქნება წყალგამყოფი. დღევანდელ დღეს მან თავის თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს" - თქვა გიგი უგულავამ. "ერთადერთი, სწორი პასუხი არის ამ ყველაფერზე მშიდობიანი პროტესტი და პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს რეჟიმი. ეს არის ჩვენი საზოგადოების პრაგმატული და მორალური ვალი" - ამბობს გიგა ბოკერია, "ევროპული საქართველოს" ლიდერი. "ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე" - თქვა აქციის დაანონსებისას ხატია დეკანოსიძემ. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან წაღებულია სერვერი და კომპიუტერული ტექნიკა, ოფისში კი გაზით მოწამლული ადამიანები არიან. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. ნიკა მელიას უკვე დაკავებას უკვე მოყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა. პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა. შენობაში გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. არიან დაშავებულები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ნიკა მელიას გარდა სამართალდამცველები აკავებენ აქტივისტებსაც, დაკავებულებს შორის არის ზუკა ბერძენიშვილი მოძრაობა "სირცხვილიადან". ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 8 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 6 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ