ვერ ვხედავ მოლაპარაკების რაიმე რესურსს ან საფუძველს

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ამ ეტაპზე მოლაპარაკებების რაიმე საფუძველს, ან რესურსს ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ოპოზიცია მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს. ნინო ბურჯანაძე “რუსთავი 2-ის” ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციამ დღეს პოლიციას წინააღმდეგობა მიზანმიმართულად არ გაუწია. “არა, მე ვერ ვხედავ ახლა აქციის შემდეგ მოლაპარაკების რაიმე რესურსს ან საფუძველს. ბუნებრივია, ჩვენ ზოგადად მოლაპარაკებებზე უარს არ ვამბობთ იმიტომ, რომ ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ მოვიპოვოთ ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობდი, ანუ ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება ნიკა მელიასი პირველ რიგში და დანარჩენების პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მაგრამ დღეს რაზე უნდა ველაპარაკოთ დამნაშავე ხელისუფლებას ნამდვილად ვერ გეტყვით. მათ კომენტარებს რომ ვუსმენ, განცხადება გაუკეთებია ვიღაცას, რომ ვერ გაუწიაო წინააღმდეგობაო პოლიციასო. ვერ კი არა, არ გაუწია წინააღმდეგობა ოპოზიციამ და ეს ნამდვილად დასანახია. რაც შეეხება პოლიტიკურ ალღოს, პოლიტიკური ალღო მუშაობს მაშინ, როდესაც გაქვს საქმე პოლიტიკოსებთან, როდესაც შეიძლება პოლიტიკური ანალიზი გააკეთო თუ რა ხდება,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 20 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 36 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ