არასამთავრობოები მელიას დაკავებაზე: ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას

22 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და გმობენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც მათი შეფასებით კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. ისინი ვითარებას ჩიხში შესულად აფასებენ და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. "მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა. დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი" - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია შეჩერდეს საზოგადოების პოლარიზაცია იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირსპირება არ მოხდეს. "დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს" - წერს არასამთავრობო სექტორი. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგაზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI საქართველოს ატლანტიკური საბჭო კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი საზოგადოება და ბანკები მედიის განვითარების ფონდი - MDF ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS საქართველოს რეფორმების ასოციაც...
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ