ნაც. მოძრაობის ოფისთან დაკავებული 21 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაკავებული ყველა აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომლებიც პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლის დარღვევისთვის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში გადაიყვანა, თავისუფალია. დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი. სამართალდამცველებმა 23 თებერვლის დილას, ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა გიორგი ბარამიძის შესახებ, რომელიც სპეცოპერაციისას შეუძლოდ გახდა. პარტიის პიარის ცნობით, მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, შსს კი ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში იყო სხვა დაკავებულებთან ერთად. როგორც თავად ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა, თუმცა პოლიციის შენობაში მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნამდვილად დასჭირდა და გაეწია. ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ. ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ