"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს დასჭირდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი - ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში”, - იტყობინება სასწრაფო სამედიცინო სამსახური. სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნიკა მელიას მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული წიწაკის გაზი. ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ