არჩილ თალაკვაძე მელიას დაკავებაზე: ამ დესტრუქციულ ქმედებას დასავლეთშიც იგივე პასუხი ექნებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე, აცხადებს, რომ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობასა და ძალადობის წახალისებას, ასევე კანონგარეშე თავის გამოცხადებას, დასავლეთშიც ექნებოდა იგივე პასუხი, რაც ჰქონდა საქართველოში. „თუ ვინმე კანონზე მაღლა აყენებს თავს, რა თქმა უნდა, ის ცდება“, - განაცხადა თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, ნიკა მელია სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება და იქ მიეცემა კამათისა და საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის საშუალება. „როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება უკვე საშუალება, იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, - განაცხადა თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძის სიტყვებით, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც მას ურჩევდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს იყო დემოკრატიული. „დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი ისევ შეიყვანა ჩიხში, სწორედ ამიტომ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, და რომელსაც აქვს პრეტენზია, მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რადგან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე არ არსებობს. შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება მათი მონაწილეობა საპარლამენტო პროცესში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ