ანზორ მელია: ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისთვის

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია ამბობს, რომ ვითარების ასეთი განვითარებისთვის მზად იყო. ეს კომენტარი მან "ტვ პირველთან" საუბარში გააკეთა. „ნამდვილად ველოდი. მთელი ღამე არ მიძინია, ვიყავი ჩართული სულ, ფეისბუკზეც და დილას როდესაც ვნახე, მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო-მეთქი და ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, რომ სისხლი არ დაიღვარა“, - ამბობს ანზორ მელია. მისი თქმით, 3 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მივა და თავის „სამოქალაქო ვალს“ მოიხდის. მისი სიტყვებით, ბედნიერია, მის შვილს ამდენი მხარდამჭერი რომ აღმოაჩნდა. „მეამაყება, რომ ნიკამ შეძლო გაეერთიანებინა ოპოზიციის ლიდერები, ქალბატონმა ნინომ [ბურჯანაძემ] მომწერა... ნიკას მეგობრებიც მამხნევებენ, მაგრამ მე გამხნევებული ვარ, არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო და როგორ უყვართ ნიკა... ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისათვის, ეს არის ბედნიერება", - ეუბნება ანზორ მელია "ტვ პირველს". ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ