შსს: კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

23 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა. გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს. კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს კიბერშეტევა „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა დღევანდელ დღეს ვერ მოახერხეს, მათ საბოლოოდ ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის მიმართ და ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფოს მიმართ. ვინც ასე გააკეთა, ეს არის სწორი საქციელი იქედან გამომდინარე, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, მის მოთხოვნებს. არავის თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჭერა, დაპატიმრება და ა.შ. აქ გვაქვს ერთი უმარტივესი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი, თუ სახელმწიფოს სახელმწიფო ჰქვია და თუ კანონს კანონი ჰქვია, უნდა დაემორჩილოს მის კანონიერ მოთხოვნებს და მის კანონიერ, ლეგიტიმურ აღსრულებას“, - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ კიბერშეტევის ფაქტს და რაც უნდა კიბერშეტევა განხორციელდეს, სახელმწიფო თავის ადგილას დგას: „რა ინფორმაციაც მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტებზე და ვებგვერდებზე, პარტიის ყველა საიტზე და ვებგვერდზე, ამ წუთებშიც მიდის მასირებული კიბერშეტევა, კიბერშტურმი და, პრაქტიკულად, 100 ნიუსიდან 98-99-ის განთავსება ვერ ხდება, თუმცა მალე აღმოიფხვრება პრობლემა, IT ტექნოლოგები ამაზე მუშაობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ