გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლებას რთული არჩევანი აქვს, ნაცმოძრაობა ჩემთვის მიუღებელია

"იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას. ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს - საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში", - ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მან ასევე გააკეთა განმარტები, მისივე თქმით, "სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის" და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით მისთვის სრულიად მიუღებელია. ასევე თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცველების ძალის გადაჭარბებას გმობს, თუმცა არ ამართლებს დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, ამავდროულად, ესმის გავრილოვის მიერ პარლამენტში წაყვანილი სხდომის შემდგომი პროტესტის და მის მიმართ სოლიდარულია. ასევე ნახეთ მიხეილ ჯანელიძე: ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Oksana

თბილისი
  • 20 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ