ნიკა მელიას გათავისუფლება დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ფიქრობს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად. მისი სიტყვებით, უნდა გაარკვიოს, რა ტიპის გაზი გამოიყენეს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისას. „პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ადამიანის უფლებათა კომისრის სტანდარტებით, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიეტეტის, ევროპული სასამართლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, და განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება მათთვის, ვინც არ წარმოადგენს საფრთხეს პოლიციისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას, ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სათანადოდ დასაბუთებული არ იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. „წინასწარი პატიმრობის გამოყენება, ეს არ არის დასჯის ფორმა, ის არ უნდა გამოვიყენოთ იმის გამო, რომ თუნდაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეთის ღონისძიება, ის უნდა იყოს მხოლოდ მაშინ გამოყენებული, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებებს და ა.შ. ასეთი მტკიცებულებები სახალხო დამცველმა ვერ დაინახა“, - ამბობს ნინო ლომჯარია. მისი სიტყვებით, მცდელობის მიუხედავად, საქმის პოლიტიკურ მდგენელს - რომ დაკავებულია ოპოზიციის ლიდერი, ვერ გავექცევით. „ყველა აფრთხილებდა, სახალო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების ჩათვლით, ხელისუფლებას, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება დაგვაშორებდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, მოვლენების ამ განვითარებას მივყავათ ჩიხისკენ, დარწმუნებული ვარ, არც მმართველი ძალის მომხრეებს და არც ოპოზიციის, ბუნებრივია, არ სურთ, ქვეყანაში იყოს ასეთი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას სიტუაციის დეესკალაციისკენ ნაბიჯი და ასეთ ნაბიჯად ნიკა მელიას გათავისუფლება მიაჩნია. იგი იმედს იტოვებს, რომ არსებული სამართლებრივი გზებით სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელ...
წყარო

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 9 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 9 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 9 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ