მსგავსი უსამართლო “რჩევები” და ზედაპირული განცხადებები ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს

“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ამასთან, თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას: “სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა – ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი. რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; “ნაციონალური მოძრაობა” არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ. სწორედ ამგვარი უსამართლო “რჩევები”, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი. მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!”- წერს თეა წულუკიანი....
წყარო

наталья

თბილისი
  • 12 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 17 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 12 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ