კობახიძე მელიას დაკავებაზე: გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთმული ნეგატიური მოლოდინები. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ეს "შიში" არ გამართლდება. "დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა შესაძლოა დასავლურ სტანდარტებს დააშოროს. თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელად დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის", - განაცხადა კობახიძემ. три მან კიდევ ერთხელ გაიმეორე პოლიარიზებასთან დაკავშირებით ადრე ნათქვამი ფრაზა: "პოლარიზებას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში. ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა". ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში ასევე ნახეთ კარლ ჰარცელი: ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს ასევე ნახეთ რასმუსენი მელიას დაკავების შემდეგ: ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ქართველ ხალხს აზიანებს ასევე ნახეთ ჯეიმს აპატურაი მელიას დაკავების შემდეგ: ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს. ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 26 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ