ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ნიკა მელია ევროპული და ამერიკული სტანდარტით დააკავეს

"ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს უფლებამოსილების გადამეტება არ მომხდარა. მან დაკავების პროცესს "ევროპული და ამერიკული სტანდარტი" უწოდა. "დღეს ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით, როდესაც პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მაქსიმალურად მოზომილად, პროპორციულად და იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა - ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე", - თქვა ოხანაშვილმა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ