ხელისუფლება დიქტატორულ გზას დაადგა - მწერლები და გამომცემლები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

ქართველი მწერლები და გამომცემლები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ და საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოელ კოლეგებსა და საქართველოს მეგობრებს მიმართავენ. განცხადება "პენ ცენტრისა" და "საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის" სახელით არის დაგზავნილი. მიმართვას უერთდება ათეულობით ადამიანი, მათ შორის - მწერლები. "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები, საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ!" - ვკითხულობთ განცხადებაში. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს. ...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 5 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ