კინზინგერი მელიას დაკავებაზე: მთავრობის სულელური ნაბიჯია, სამწუხარო დღეა დემოკრატიისთვის

"უკიდურესად სულელური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, გადადგმული ლეგიტიმური პარტიის წინააღმდეგ. სამწუხარო დღეა დღეს ქართული დემოკრატიისთვის", - ასე ეხმაურება შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერი. საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აშშ-ის კონგრესში 11 თებერვალს საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. დოკუმენტი ადასტურებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღიარებს ამ ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. აქტის თანახმად, აშშ ადასტურებს, რომ წინააღმდეგია რეგიონში რუსეთის აგრესიისა. 23 თებერვლის დილას, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე პოლიციას შტურმი მიჰქონდა ნიკა მელიას დასაკავებლად, ადამ კინზინგერი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო საზოგადოებიდან, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მეორე მხარის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ავტომატური არ არის მისი პირობები. три საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მეორე გამოხმაურებისას კინზინგერმა ამერიკის საელჩოს პოზიცია გაიზიარა, სადაც ნათქვამია, რომ დღევანდელი დღით საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯი ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე. ასევე ნახეთ თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკაზე: ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ. ასევე ნახეთ რასმუსენი მელიას დაკავების შემდეგ: ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ქართველ ხალხს აზიანებს ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 40 წუთის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ