რუსეთში გარდაიცვალა ალეუტური ენის ბერინგის დიალექტზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ვერა ტიმოშჩენკო, რუსეთში ალეუტური ენის ბერინგის დიალექტზე მოსაუბრე ბოლო ადამიანი, რომელიც შორეული აღმოსავლეთის რეგიონ კამჩატკაზე ცხოვრობდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლინგვისტური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ევგენი გოლოვკომ, 7 მარტს განაცხადა, რომ ტიმოშჩენკო 7 მარტს ბერინგის კუნძულზე, თავის მშობლიურ სოფელ ნიკოლსკოეში გარდაიცვალა. „ალეუტური ენის ყველაზე ახლობელი ვარიანტი ალეუტის (აშშ) კუნძულზეა შემონახული. ატკის კუნძულზე ცხოვრობს ამ დიალექტზე მოლაპარაკე რამდენიმე ადამიანი, მაგრამ რუსეთში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, უკვე აღარავინ აღარ დარჩა, ვინც ამ ენაზე ლაპარაკობს. ხოლო ამერიკის ნაწილში შემორჩენილი დიალექტი ძალიერ განსხვავდება ბერინგული დიალექტისგან“, - განაცხადა გოლოვკომ. თავად ტიმოშჩენკო იყო ალეუტური ენის, კულტურისა და ისტორიის სპეციალისტი, რომელიც ბოლო დრომდე უწევდა კონსულტაციებს რუს და უცხოელ მკვლევრებს. ალეუტური ენა, ერთადერთი ენაა ესკიმოსურ-ალეუტურ ენათა განშტოებაში, რომელიც ალეუტის, პრიბილოვისა და კომანდორის კუნძულებისა და ალასკის ნახევარკუნძულის მკვიდრ მოსახლეობაში იყო გავრცელებული. მეცნიერთა შეფასებით, ამჟამად დარჩენილია ალეუტური ენის აქტიური მატარებელი დაახლოებით 100-150 ადამიანი. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 12 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 12 საათის წინ