ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

ამერიკელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს. ამ დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 236 000 ამერიკელი პაციენტების გამოკითხვის შემდეგ 34 %-ს ვირუსით ინფიცირების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ნევროლოგიური ან ფსიქიკური პრობლემები დაუფიქსირდა. კვლევის შესახებ euronews წერს. ასევე კვლევის თანახმად, ხასიათის ცვალებადობა გამოკითხული პაციენტების 14%-ს, ხოლო შფოთვა 17%-ს დაუფიქსირდა. საერთო ჯამში კოვიდ 19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა 7%-ს ექვსი თვის განმავლობაში ინსულტი განუვითარდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის პოლ ჰარისონის თქმით, მართალია ინდივიდუალური ნევროლოგიური და ფსიქიკური რისკები დაბალია, თუმცა გლობალური რისკები მაინც მაღალია. კვლევის თანახმად, მეცნიერები ჯანდაცვის უწყებებს რეკომენდაციას აძლევენ, კოვიდ გადანატილ პაციენტებში მსგავსი სირთულის დიაგნოსტიკისთვის მზად იყვნენ, ამავე დროს მეცნიერებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია საჭირო კვლევების გასაგრძელებლად. “სამწუხაროდ, კვლევის დროს გამოვლენილი გართულებების უმრავლესობას აქვს ქრონიკული დაავადების ან რეციდივის საფუძველი, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ COVID-19-ის ზეგავლენა ჩვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში იქნება,” – აცხადებენ მეცნიერები. კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet Psychiatry-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა....
წყარო

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 14 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 16 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ