საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს გიორგი გახარიას თუნდაც აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერ აღებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის თქმით, თავად საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ როდესაც იმ პარტიიდან გადიხარ, რომელთან ერთადაც პარლამენტში შეხვედი, მანდატი უნდა დატოვო, თუმცა აქვე ვოლსკიმ დასძინა, რომ სამართლებრივად ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის. “ზოგადად, ქვეყანა პარტიებს არ ეკუთვნით. ეს არის საზოგადოების კუთვნილება და კონკრეტული პოლიტიკური ძალები საზოგადოებას წარმოადგენენ – იქნება ეს გიორგი გახარია თუ ნებისმიერი სხვა. საზოგადოებაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეაფასებს და რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას თუნდაც აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერ აღებას და ქვეყნისადმი იმ დამოკიდებულებას, რაც სამწუხაროდ, პირადი გადმოსახედიდან აიწონება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ გახარიასთან დაკავშირებული დეპუტატების საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, თუკი სამომავლოდ ვინმე კიდევ წავა, იქნებიან არა საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა სტუქტურებში მყოფი, გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში დაწინაურებული პირები. “მათ გარკვეული ვალდებულებებიც გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ”, – დასძინა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 18 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 2 თვის წინ