სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიორგი მუმლაძის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას მოითხოვს

​სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე იყენებდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამ მიმართვას უგზავნის ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს. "[გიორგი მუმლაძე] პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური ზემოქმედებით ჩიხში მოქცეული ცდილობდა მათგან თავის გათავისუფლებას, რაც საგამოძიებო ორგანოს მიერ შეფასდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად", - ვკითხულობთ განცხადებაში. გიორგი მუმლაძის გათვაისუფლების გარდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს: შესაძლებელი იყოს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა; დროულად იყოს გამოძიებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უსაფუძვლო, თვითნებური ჩარევის შემთხვევები. ორგანიზაცია ასევე იხსენებს, რომ ბოლო თვეებში სამართალდამცავებმა არაერთხელ გამოიყენეს გიორგი მუმლაძის მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო ღონისძიებები და ადმინისტრაციული სანქციები. ასევე ნახეთ GDI:ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს მუმლაძის სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია ქართული ოცნების ოფისთან 14 აპრილს დააკავეს, როცა ის გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა. დავით კაპანაძე და სხვა აქტივისტები კი ამავე დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აპროტესტებდნენ იმას, რომ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში დასდეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აქტივისტებს პოლიცია დაკავებისას როგორც წესი, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო აკავებს ან აჯარიმებს. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 52 წუთის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ