ზელენსკი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიიღებს მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ ინაუგურაციაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში საქართველოს პრეზიდენტს გააცნო კიევის ინიციატივა „ყირიმის პლატფორმასთან“ დაკავშირებით, რომლის ინაუგურაციაც 2021 წლის აგვისტოში გაიმართება კიევში. უკრაინის პრეზიდენტის საიტითა და ტვიტერით გავრცელებული ცნობის თანახმად, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ ღონისძიებაში პირადად მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და ქართველი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან თავიანთი მოსაზრებებით აღნიშნული ინიციატივის გამდიდრებაში. უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ. три “სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინასა და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ”, - წერს ზელენსკი. ვოლოდმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი 15 აპრილს გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაგმო სიტუაციის ესკალაცია და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 22 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 16 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ