რევაზ ბოჭორიშვილი: ეს არის სიმპტომები, რომელთა გაჩენის შემთხვევაში, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდგომ ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს…

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი, „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შესახებ აღმოჩენილი სავარაუდო კავშირის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „ქართულ მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოზულ გართულებებს შორის კავშირი დადასტურდა. მინდა, გავამახვილო ყურადღება იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც მოყვანილია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს  (EMA)-ს ოფიციალურ განცხადებაში და  რაც არაა ნახსენები ქართული მედიის  ტექსტებში. უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია  მხოლოდ სავარაუდო კავშირზე და ეს გართულება უნდა იქნას განხილული, როგორც ძალზე იშვიათი, მაგრამ შესაძლებელი. დიახ, ძალზე იშვიათი, ვინაიდან ლაპარაკია საერთო 86 შემთხვევაზე და 18 გარდაცვლილზე  25 მილიონი აცრილიდან. გართულებები გამოვლინდა აცრიდან საშუალოდ 2 კვირის განმავლობაში. შესაბამისად, „ასტრაზენეკას“ აცრის სარგებლიანობა ბევრად სჭარბობს მის რისკს. ასევე აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა ასაკი, სქესი, სხვადასხვა თანმხლები ან გადატანილი დაავადებები ამ იშვიათი გართულების ხელშემწყობი რისკფაქტორები. ანუ სავალდებულოდ მდედრობითი სქესი, 55 წელზე ნაკლები ასაკი და სხვა არ უნდა ჩაითვალოს დადასტურებულ რისკფაქტორებად. ასევე ნათქვამია, რომ „ასტრაზენეკა“ რჩება ძალზე ეფექტურ ვაქცინად და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს. იმავდროულად, ჩამოთვლილია ის ნიშნები (სიმპტომები), რომელთა გაჩენის შემთხვევაში, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდგომ კვირაში (სავარაუდოდ 2 კვირაში), აცრილმა ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.  ეს ნიშნებია: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება, მუცლის ტკივილი, რომელიც არ ქრება, ნევროლოგიური დარღვევები – თავის ტკივილი რომელიც  არ  ქრება ან მხედველობის დაბინდვა, კანქვეშა სისხლჩაქცევები აცრის ადგილიდან მოშორებით. შესაბამისად, ეს ყველამ უნდა იცოდეს და სჯობს, ალბათ, ამაზე ყურადღების გამახვილება ისევე, როგორც ინფორმაციის პირველწყაროებიდან მიღება“....
წყარო

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ