მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ამასთან, როგორც კობახიძემ აშშ-ში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გამოავლენს კონსტრუქციული მიდგომას, თუმცა გარკვეული პრინციპების დაცვით. „ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც, მზად ვართ, გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. პარტნიორებთან გქონდა ყველა დეტალზე საუბარი, არჩევნებთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებს და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. მთლიანობაში აბსოლუტურად ყველა დეტალზე ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევების მოსმენა, ეს რჩევები ძალიან საინტერესოა და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ სათანადოდ გადავჭრათ საკითხები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“,- განაცხადა კობახიძემ....
წყარო

Diko

თბილისი
  • 10 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 13 საათის წინ