ზაზა წერეთელი – ვაქცინის ეს დოზები, რაც გვაქვს, ზღვაში წვეთია, დაახლოებით 3 მლნ დოზა გვინდა

“ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება თუ ქვეყანა ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვიტავს ჯანმოს რეგისტრაციის გარეშე“, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, სადაც საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა. როგორც ზაზა წერეთელი განმარტავს, კარგი იქნება, თუ ქვეყანა დაელოდება ჯანმოს მიერ „სინოფარმის“ ვაქცინის დამტკიცებას. „საქართველოს კანონმდებლობაში უწერია, რომ არ გამოიყენებს ვაქცინას თუ ის ჯანმოს მიერ არ არის რეგისტრირებული. კარგი იქნება, თუ ქვეყანა ამ ხაზს ბოლომდე გაატარებს და დაელოდება, სანამ ჯანმო ამ ვაქცინის რეგისტრაციას არ გააკეთებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ვაქცინის ირგვლივ ინფორმაცია მწირია, არავის აქვს ოფიციალური ინფორმაცია რამდენად ეფექტურია, როგორ მუშაობს, ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება თუ ქვეყანა მის გამოყენებას გადაწყვეტს ჯანმოს რეგისტრაციის გარეშე“, – აცხადებს ზაზა წერეთელი. მან საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში ძალიან ნელა, გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს. „ჩვენ არ ვიცით, როდის შემოვა სხვა ვაქცინები და რა რაოდენობით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ეს დოზა, რომელიც არის, ზღვაში წვეთია, ჩვენ უამრავი რაოდენობა გვინდა დაახლოებით 3 მლნ დოზა. საქართველომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ იცის ეს 3 მლნ დოზა საიდან შემოვა და როდის. იმის გამო, რომ ძალიან ნელა დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში ძალიან ნელა, გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს, ამ მომენტში ჩინური ვაქცინის შემოტანა, რომელზეც ინფორმაცია არ არის ვფიქრობ, ძალიან სარისკო ნაბიჯია“,-აცხადებს ზაზა წერეთელი. ამასთან, როგორც ზაზა წერეთელია განმარტავს, კარგი იქნება თუ ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“, რომელიც წარმოებას აფართოებს. „ამ ეტაპზე, ყველაზე წარმატებულ ვაცინად ითვლება „ფაიზერი“ და „მოდერნა“. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეთოდოლოგიით არის დამზადებული, მათი ეფექტურობა ძალიან მაღალია. კარგი მომენტი არის ის, რომ „ფაიზერი“ თავის წარმოებას ზრდის, გერმანიაში კიდევ მეორე ქარხანა იხსნება. თქვეს რომ შეუძლიათ 200 მლნ დამატებთი ზომა აწარმოონ. გუშინ, უკარაინამ გამოაცხადა, რომ „ფაიზერთან“ 10 მილიონ დოზაზე მოაწერა ხელი, უკრაინაში რომ შეიტანონ. კარგი იქნებოდა ამ მწარმოებლებთან ჰქონოდა საქართველოს მოლაპარაკება“,-დასძენს ზაზა წერეთელი. რაც შეეხება კორონავირუსის გამო, შექმნილ ეპიდვითარებას, როგორც ზაზა წერეთელი განმარტავს, ქვეყანა მესამე ტალღის წინაშეა. „ვეთანხმები ამირან გამყრელიძეს, რომ დიდი რისკის წინაშე ვართ რომ მესამე ტალღა დაიწყოს, იმის გამო, რომ საქართველომ რამდენიმე კვირის წინ ძალიან შეამსუბუქა ეს შეზღუდვ...
წყარო

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ