დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე დააკავა. მკვლელობა 2017 წლის 2 დეკემბერს მოხდა, კიდევ ერთი ბრალდებული 3 წლის შემდეგ დააკავეს. დაკავებულია დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა. "მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ადვოკატი ამბობდა, რომ: გიორგი მენაბდე ფარდულში დავით სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა და სწორედ მარჯვენა მხარეს არის მიყენებული სასიკვდილო მე-11 ჭრილობა (საზარდულთან არტერიაა გადაჭრილი) - „იმ ჭრილობის მიყენება მხოლოდ იმ პოზიციიდან იყო შესაძლებელი, სადაც მენაბდე იდგა“; მიხეილ კალანდია იმ დროს დავით სარალიძის ზურგს უკან მარცხენა მხრიდან იდგა და ვერაფრით შეძლებდა, რომ მარჯვენა მხარეს დაერტყა დანა - „ელემენტარულად ვერ მისწვდებოდა“; შეკითხვას აჩენს ის ფაქტი - თუ რატომ დაჭრეს გიორგი მენაბდე და არა მიხეილ კალანდია მაშინ, როდესაც სარალიძის მეგობარს (რომელმაც სავარაუდოდ მენაბდე დაჭრა) კალანდია, თავისი ფიზიკური მონაცემებით, უფრო დიდ საფრთხედ უნდა ჩაეთვალა - „რას აკეთებდა ამ დროს მენაბდე ისეთს?!“; შეკითხვას აჩენს ის ფაქტი, თუ რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მენაბდის დაჭრის ფაქტით და რატომ გაჭიანურდა პროცესი? - „ამ საქმის ობიექტური გამოძიება ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს“. ასევე ნახეთ "ხორავას ქუჩის საქმე" - ვინ და რა არის "გამქრალი"? ​2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი. ამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 7 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 8 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 19 საათის წინ